რიონის ხეობის მცველები ლოკალურ აქციებს გეგმავენ
რიონის ხეობის მცველების პროტესტი გრძელდება, აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ კომპანია ,,ენკას" ტერიტორიაზე შესვლა დღეს საღამოს ტყის გავლით სცადონ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ყველა ის შესაძლო გზა გადაკეტეს, რითაც ,,ენკას" ავტომობილებს რიონის ხეობაში მოხვედრა შეუძლიათ. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვთ, უფრო ახლოს მივიდნენ ჰესის მშენებლობასთან და პროტესტი იქ გააგრძელონ.
გადაკეტილია ყველა შესაძლო გზა, რითაც კომპანიის მანქანები შესაძლოა, რიონის ხეობაში მოხვდნენ. ჩვენი ადამიანური რესურსი გადანაწილებულია. გვინდა მივუახლოვდეთ და პროტესტმა მშენებლობასთან ახლოს გადაინაცვლოს. ხალხში ამ ბრძოლის ირგვლიც მხარდაჭერა არსებობს. სხვადასხვა ადამიანები ყოველდღიურად მოდიან, მხარს გვიჭერენ, ისე დალაგდა ეს ყველაფერი, რომ სამსახურივითაა. ამ პროცესში გამარჯვება დამოკიდებულია ასეთ გრძელვადიან პროტესტზე - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ხეობის მცველები აპირებენ, პროტესტის სხვა კერებიც შექმნან, მაგრამ ამის პარალელურად ხეობაში პოლიციის რაოდენობაც იზრდება.