პოლიციამ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში მცხოვრები, 29 წლის ი.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება აქციის მსვლელობისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.