რაგბის კავშირის არჩევნებზე ვითარება დაიძაბა

10.03.21 14:19
რაგბის კავშირის არჩევნებზე ვითარება დაიძაბა

დაპირისპირება შეკრებილებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე შენობასთან გამოჩნდა, მას ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. არიან დაზარალებულებიც.

დღეს დილიდან ექსპო ჯორჯიას შენობაში, სადაც არჩევნები უნდა გამართულიყო, სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული. მოგვიანებით აქ გამოჩნდნენ თეთრნიღბიანი ახალგაზრდები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ რაგბის ქომაგები იყვნენ. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აღნიშნავდნენ, რომ ეს ,,ქართული ოცნების" პარტაქტივია. 

თვითონ ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ სუს-ის წარმომადგენლებმა მისი მხარდამჭერ დელეგატებზე ზეწოლა მოახდინეს და აიძულეს, მოეხსნათ უფლებამოსილება. შეხლა-შემოხლის შემდეგ ირაკლი აბუსერიძემ მიიღო დაზიანება სახის არეში.

მორაგბეები ცდილობენ, შევიდნენ შენობაში, სადაც არჩევნები ტარდება.

მსგავსი სიახლეები