ხმაური კანცელარიასთან - ბავშვთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ჰომოფობები გამოჩნდნენ
ბავშვთა უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, ჰომოფობიური განწყობის პირები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს, თუმცა სხვა აგრესიული პირები ადგილზე ისევ რჩებიან.
"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" – ამ წუთებში მთავრობის ადმინსიტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.