რაჭაში კლდე ჩამოიშალა - შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია

27.08.23 11:20
რაჭაში კლდე ჩამოიშალა - შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია

რაჭაში კლდე ჩამოიშალა. შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე გადაადგილება  შეზღუდულია. გზა ცალმხრივადაა ჩაკეტილი. ტერიტორიაზე მხოლოდ მსუბუქ მანქანებს უშვებენ.

ერთი ვერსიით, მიწის უეცარი ჩამოშლა ხიდის მშენებლობამ და კლდის მოჭრამ გამოიწვია. ონიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნგრევის მომენტში ადგილზე სპეცტექნიკაა მობილიზებული, თუმცა მუშები, როგორც ჩანს, შესვენებაზე იყვნენ გასულები. 

საავტომობოლო გზების დეპარტამენტში კი ირწმუნებიან, რომ შემთხვევის შედეგად არცერთი მუშა არ დაშავებულა, რადგან უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული.

 ეს არის საჩხერე-ზუდალოს  დამაკავშირებელი გზა, სადაც კეთდება ახალი მიერთება ონის მიმართულებით, სადაც მიმდინარეობის კედლების და მდინარე რიონზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. 180 მეტრიანი კედელია, დაახლოებით 140 მეტრი უკვე დასრულებულია და მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი 40 სექციი მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მომენტში მოხდა ფერდის ჩამოშლა. ჩამოშლილი მასის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ამ ეტაპისთვის სამუშაოები. დავაკვირებით ყველაფერს, კარგად დავათვალიერებთ და იმის მიხედვით უკვე სატვირთო სატრანსპორტო აშუალებებსაც გავატარებთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან, - ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯდომარე გიორგი წერეთელი. 

მსგავსი სიახლეები