ქუთაისში, მაღაზიათა ქსელ “ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მაღაზიათა ქსელ “ჯიბეს” საწყობში გაჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
თვითმხილველების ცნობით, პერიმეტრზე ძლიერი დაკვამლიანება და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.
აფეთქების ხმა მოგვესმა, არ ვიცი რამდენად უკავშირდება ხანძარს, თუმცა გარეთ რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი “ჯიბეს” საწყობშია, – აცხადებს თვითმხილველი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მსგავსი სიახლეები
07.09.26 17:00
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.