სპეცოპერაცია სასაფლაოზე - რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა

01.06.21 19:16
სპეცოპერაცია სასაფლაოზე - რიონის მცველის დაკავებისას  პოლიციამ ცეცხლი გახსნა

ხმაური, დაპირისპირება და სროლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში -   სოფელ საყულიაში დღეს შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა სპეცოპერაცია  ჩაატარეს. ადგილობრივების მტკიცებით, ნამოხვანის აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი მუკბანიანის აყვანისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. აქტივისტი მეგობრის სასაფლაოზე აიყვანეს. 

არ იყო აუცილებელი ამდენი სპეცნაზის სოფელში შემოსვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა. რაც დღეს მოხდა აქ, მთელი სოფლის ახალგაზრდობა საფლავზე იყო, შემოეპარა 2 სპეცრაზმი და 2 მანქანა, პირდაპირი რეაქციით, გინებით, პირდაპირი სროლით, ფეხებში სროლით, დაზიანებულიც არიან, დაჭრილებიც არიან, - ამბობს  ტვ პირველთან" თვითმხილველი.