მაღალი დონის კორუფცია თბილისის მერიაში - აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს
თბილისის მერია მაღალი დონის კორუფციაშია მხილებული. სკანდალური დასკვნა აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროა. საქმე ტენდერებს, გაფლანგულ და მიტაცებულ მილიონობით ლარს ეხება.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კახა კალაძის უწყებამ ტენდერში დისკვალიფიცირებულ კომპანიას კონტრაქტი ტენდერის გარეშე გაუფორმა და ხალხის ფული გადაუხადა, აღნიშნული კომპანია კი ბიძინა ივანიშვილის ელექტრიკოსს ეკუთვნის. საუბარია კომპანია "მონტაჟ ჯორჯიაზე", რომელსაც მერიამ თბილისის გარე განათებების დამონტაჟება ანდო.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე აუდიტის დასკვნას საბრალდაებო დოკუემნტს უწოდებს.
„მონტაჟ ჯორჯიას“ ამფუძნებელი იყო ბიძინა ივანიშვილის და „ქართუს“ ელექტრიკი ანუ ბიძინას რომ სახლში ნათურა დაეწვებოდა, ეს ადამიანი მიდიოდა ხოლმე და მისი კომპანია, ფაქტობრივად, გამოსაცვლელად. ამ კომპანიას აქვს მერიიდან და სახელმწიფო კომპანიებიდან მილიონობით ლარი ხალხის ფული წაღებული და მათივე უწყება წერს, რომ იყო გადახდილი იმაზე მეტი, ვიდრე კონკურენტულ გარემოში შეიძლება გადახდილიყო. ერთ-ერთ ტენდერში, სადაც საუბარი იყო სანათების შესყიდვაზე, ამ კომპანიას მისცეს დისკვალიფიცკაცია, თუმცა ტენდერში მციემულ დიკსვალიფიცირებულ კომპანიას ტენდერის გარეშე გაუფორმეს კონტრაქტი და მისცეს ასობით ათასი ლარი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
აუდიტიდის 40 გვერდიან დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა თბილისის დასუფთავების სამსახურს. ირკვევა, რომ"თბილსერვისში" დასაქმებულ 2 ათას მეეზოვეს ორი ათასი უფროსი ჰყავს.
კორუფციის მკვლევარი და "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც თბილისის დასასუფთავებლად არასაკმარისი მუშა ხელია, მთავრობა ხელმძღვანელ პოზიციებს ქმნის და იქ საკუთარ ახლობლებს და პარტაქტივს ასაქმებს.
ნებისმიერი თბილისელი ყოველდღიურად უყურებს რა პირობებში მუშაობს „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების თანაშრომლები. როგორი ავტომობილებით გადაადგილებიან, რა პირობებით გადაადგილდებიან და როგორ არის თბილისის ქუჩები, ხშირ შემთხვევაში, შაბათ-კვირას დასასუფთავებელი და ნარჩენები გასატანი იმიტომ, რომ არ არის რესურსი, იმიტომ, რომ 2000 კაცს ასე მუდმივად ვერ ამუშავებ, ამ ხალხს დასვენება სჭირდება და ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დამატებით კიდევ 2000 მუშაობს, ეს ადამიანები არიან მათი მეგობრები, ოჯახის წევრები, პარტიული აქტივი და ამაში იხარჯება დიდი ტანხა, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ოპოზიცია პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ყველა იმ პირის დასჯა ითხოვს, ვინც "თბილსერვის ჯგუფს" კორუფციული და ნეპოტისტური მეთოდებით მართავს.