კლდის ჩამოშლის შემდეგ ონის მოსახლეობა შეშინებულია - ადგილზე გეოლოგების ჩასვლას ითხოვენ

27.08.23 15:27
კლდის ჩამოშლის შემდეგ ონის მოსახლეობა შეშინებულია - ადგილზე გეოლოგების ჩასვლას ითხოვენ

ონში, სოფელ ზუდალში გეოლოგების ჩასვლას ითხოვენ. ადგილობრივები და ოპოზიცია იმ ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ, სადაც გუშინ კლდე ჩამოიშალა და სიკვდილს რამდენიმე ადამიანი ბეწვზე გადაურჩა. მათ აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება.

ახლაც არის ესა ფართხე, არ ინდობა ეს გზა. ხედავთ, რა მდგომარეობაშია და არ ვიცი, ეს ჩემი პირადი შეფასებაა, მე პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ეს თუ გათვალა ვინმემ, რომ გზის მარტო 2 ან 3 მეტრი ჩამოინგრეოდა და ის დანარჩენი ნაწილი არ ჩამოჰყვებოდა, ყოჩაღ! მაშნ გამოიყვანონ და გვანახონ ის ადამიანი ვინ არის. ჩემი აზრით, ამ წუთასაც, ეს გზა არის საფრღხის შემცველი. არ ვიცი, მაინც და მაინც უნდა მოკვდეს ვიღაცა? გუშინ გაგვიმართლა ყველას, ვინც ამ გზაზე გამოვიარეთ, რომ ახლა არ ვართ იმ მიწის ქვეშ. მეორე მონაკვეთიც არის, ამ მონაკვეთიდან 200 მეტრში, სადაც იქაც რამე სამუშოაბეია თუ უბრალოდ, რიონმა გამოაცალა ძირი არ ვიცი, იქაც ანალოგიური მდგომარეობაა, ჯებირებით არის შემოსაზღვრული, გვეუბნებიან, იქით მხარეს გაიარეთო, მაგრამ ვინ არის ამაზე გარანტორი, თუ თუნდაც იქიტა ნაწილიც არ მიყვება რომ ჩაინგრეს?, - ამბობს ადგილობრივი. 

ოპოზიციას იმ კომპანიის წარმომავლობა აინტერესებს, რომელიც აგილზე სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა გზების დეპარტამენტს საკითხი მკაცრად გასაიდუმლოებული აქვს. 

საგზაო დეპარტამენტში არც "პირველების" ზარებს პასუხობენ. 

 

მსგავსი სიახლეები