ტვ პირველთან კავშირზე შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მამა გამოვიდა - რას ამბობს თამაზ ხომასურიძე

01.06.21 20:27
ტვ პირველთან კავშირზე შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მამა გამოვიდა - რას ამბობს თამაზ ხომასურიძე

გიორგი შაქარაშვილის საქმე - ტვ პირველს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულის მამა დაუკავშირდა. თამაზ ხომასურიძე ამტკიცებს,  რომ ჯერ ციხეში, შემდეგ კი ფსიქტრიულში  მხოლოდ  იმის გამო გამოკეტეს, რომ მისი შვილის ცემის საქმეზე გამოძიება არ მოეთხოვა. ირკვევა, რომ პროკურატურამ გახმაურებული საქმე ისე დახურა, რომ ინსპექტორის სამსახურმა არასწრულოვანზე მოძალადე პოლიციელებიც  კი არ დასაჯა.  

"დამიჭირეს და ეგრევე შეწყვიტეს ჩემი შვილის ცემის საქმე. ვუთხარი, რომ იმ პირის ამოცნობას შევძლებდით, ვინც ჩემი შვილი სცემა, მაგრამ საქმე ჩაფარცხეს" - აცხადებს ხომასურიძე. 

ზ.ხ-ს მამა დახმარებას სახალხო დამცველს სთხოვს. 

განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე შაქარაშვილის საქმის განხილვას  სააპელაციო სასამართლო იწყებს.