შიომღვიმეს მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა - საპატრიარქო
შიო მღვიმეში კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, რომ მონასტრის მიმდებარე კლდიდან ქვათაცვენა პერიოდულად ხდება ხოლმე, თუმცა ამჯერად ადგილი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა.
შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.