თბილისის მერია ახალ სკანდალშია - აუდიტის სამსახური უწყებას მილიონობით ლარის გაფლანგვაში ამხელს

27.08.23 20:10
თბილისის მერია ახალ სკანდალშია - აუდიტის სამსახური  უწყებას მილიონობით ლარის გაფლანგვაში ამხელს

 

 

თბილისის მერია ახალ სკანდალში ეხვევა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კახა კალაძის უწყებას მილიონობით ლარის გაფლანგვაში ამხელს. ქვეყნის მაკონტროლებელმა ორგანომ შეისწავლა და გაარკვია, რომ თბილისის განათებების მონტაჟისთვის 92  ათასი ლარით მეტი მხოლოდ იმიტომ გადაიხადეს, რომ კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ელექტრიკოსი იდგა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე გარკვევით დაწერა, რომ დედაქალაქის დასუფთავების სამსახურში შტატები ხელოვნურადაა გაბერილი. თითო მეეზოვეს, თითო უფროსი ჰყავს. ნაწილს კი სამსახურეობრივი ავტომობილი ემსახურება. 

40  გვერდიანი დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ოპოზიციამ თქვა, რომ ეს "საბრალდებო დასკვნაა". ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ დარღვევებით  პროკურატურა სასწრაფოდ უნდა დაინტერსდეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები