ხალხის ნება უზენაესია! - აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

01.06.21 19:54
ხალხის ნება უზენაესია! - აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ამ წუთებში, აჭარის მთავრობის სახლთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას  კირნათის ჰესის მშენებლობის დროს დაზარალებულები, ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულები, სხვადასხვა დაწესებულებებში თვითნებურად შესახლებულები, თვითდასაქმებულები და  გონიოს ის მოსახლეობა მართავენ.

მათი თქმით, წლებია იბრძვიან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მაგრამ უშედეგოდ.

"დღეს გამაფრთხილებელი აქციის მიზანია ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას და შეახსენონ მათი უფლება მოვალეობანი ემსახურონ ხალხს , ასევე შეახსენონ რისთვის დაიქირავა ისინი ხალხმა , რომ ემსახურონ ხალხს და არა საკუთარ თავს"-  აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით,  თუ უახლოეს მომოვალში ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რეაგირება მათ პრობლემებთან დაკავშირებით , შემდეგი აქცია იქნება უფრო მაშტაბური და  გაიშლება კარვები მტავრობის სახლთან მანამ სანამ არ მოგვარდება პრობლემები.

"სხვა ბერკეტი და რესურსი ხელისუფლებამ არ დაუტოვა საკუთარ ხალხს რათა პროტესტის სხვა ფორმა ყოფილიყო მიღებული," _ აღნიშნა ბაკურიძემ.

მსგავსი სიახლეები