ეს პროექტები არის უპატივცემულობა საკუთარი დედაქალაქის - სოფო ჯაფარიძე ცათამბჯენებზე
ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ცათამბჯენების აშენების საკითხი დაამტკიცა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჯაფარიძე მსგავს პროექტებს დედაქალაქის უპატივცემლობად აფასებს.
სულ ვფიქრობ, როცა ამბობენ ჩვენი წინა თაობები, რომ თბილისი იყო ურთიერთობა.....
რატომ არ უნდა იყოს დღეს ეს ურთიერთობა? ალბათ ურთიერთობების აღდგენა ჩვენი დედაქალაქის პატივისცემით უნდა დავიწყოთ !
ეს პროექტები არის უპატივცემულობა საკუთარი დედაქალაქის, - წერს სოფო ჯაფარიძე.
2 დღის წინ საკრებულოს უმრავლეოსობამ ყველა ის პროექტი დაამტკიცა, რომლითაც ხელიუსფლების ფავორტი ბიზნესმენები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, თბილისი კი მათი მშენებლობების მსხვერპლი გახდება. უკვე ცნობილია, რომ გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდუბეში და დიღომში მრავალსართულიანი კომპლექსები აშენდება.