მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული სასულიერო პირი ნინოწმინდის პანსიონში

01.06.21 20:16
მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული სასულიერო პირი ნინოწმინდის პანსიონში

ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელსაც არარსულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ, ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა.

ეს ის დაწესებულებაა, სადაც სახალხო დამცველს ამ დრომდე არ უშვებენ. 

მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას, 2017 წელს ერთ-ერთი არასრულწლოვანის ოჯახი გოგონაზე სექსუალური შინაარსის ძალადობაში ადანაშაულებდა. სკანდალის შემდეგ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან წავიდა. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, განცხადება არ გაკეთებულა საპატრიარქოს მხროდანაც.

ვიმყოფებით ამ შესანიშნავ ბავშვთა სახლში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელსაც პატრონობს, მზრუნველობს მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. ჩვენ ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი, ვიცით ამ შესანიშნავი ბავშვთა სახლის მიღწევები, შრომა. ყველაზე დიდი დამსახუებაა ქართული ეკლესიის, ამ ეპარქიის სასულიერო პირების, მრვდელმთავრების, რომ პატირიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში დაფუძნდა კერა სადაც ბავშვები იღებენ ეროვნულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულს", - აცხადებს მეუფე სერაფიმე საპატრიარქოს ტელევიზიასთან.