შიო მღვიმეში ხევის მიმდებარედ გადაადგილება აიკრძალა - რა თქვეს გეოლოგებმა

28.08.23 15:13
შიო მღვიმეში ხევის მიმდებარედ გადაადგილება აიკრძალა - რა თქვეს გეოლოგებმა

შიო მღვიმეში ხევის მიმდებარედ გადაადგილება აიკრძალა. რეკომენდაცია გეოლოგებმა დამეწყრილი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გასცეს.  ჯერ-ჯერობით მონასტრის დაცლის საჭიროება არ დგას, რადგან ბერ-მონაზვნების საცხოვრებელს სახიფათო ზონასთან რამდენიმე მეტრი აშორებს.

დაცლის აუცილეობლობა ამ ეტაზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გრაკევული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები, - ამბობს სპეციალისტი. 

სპეციალისტებმა, რომლებმაც ტერიტორია უკვე დატოვეს, თქვეს, რომ კლდის ჩამოშლის მიზეზებზე დასკვნას უახლოეს დღეებში დადებენ. 

ირკვევა, რომ ქვები, რომლებიც დღესაც ცვივა, კლდიდან გუშინდელი მეწყერის ნარჩენებია.  ცოტახანში ისტორიული ძეგლის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა გამოჩნდება, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე ირწმუნება, რომ ადგილობრვმა ხელისუფლებამ შიო მღვიმეში პერიოდული ქვათაცვენის შესახებ არაფერი იცოდა. 

წლების განმავლობაში თუ ჩამოედინებოდა, ამას ვერ დაგიდასტურებთ, - ამბობს ქავთარაძე. 

მსგავსი სიახლეები