ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ტაძრის კარი აჭედეს და მომლოცველებს არ უშვებენ

28.08.23 17:45
ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ტაძრის კარი აჭედეს და მომლოცველებს არ უშვებენ

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ტაძრის კარი აჭედეს. მარიამობის დღესასწაულზე ეკლესიაში  მისულებს ლოცვის საშუალება არ მისცეს. ეკლესიის კარი რკინის მასალით იყო ჩაკეტილი.

გორის მოსახლეობა გაბრაზებულია.  კირბალის წმინდა ლომისის ტაძარი უკვე მეორე სალოცავია, სადაც ადგილობრივებს ოკუპანტები შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ნარატივი, თითქოს რუსეთი ერთმორმწუნე, ქარისტიანული ერია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

რუსებმა ჟესტის ნაჭრით აჭედეს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის კარები. როგორც თავის დროზე წაგვართეს და გაგვიუქმეს ავტოკეფალია, გაგვითეთრეს და შეგვიღებეს ხატები, დაანგრიეს ეკლესიები, დახვრიტეს მღვდელმთავრები, ისე აკეთებენ ახლა. ნარატივი,თითქოსდა რუსეთი არის ერთწმორწმუნე, ქრისტიანული ქვეყანა, არის სრული სიცრუე, - ამბობს დავით ქაცარავა. 

მსგავსი სიახლეები