ქვათაცვენა შიომღვიმეში - რა ვითარებაა მონასტრის ტერიტორიაზე
შიომღვიმის მონასტერში მძიმე ტექნიკა მუშაობს. ადგილს კლდიდან ჩამოცვენილი ქვებისგან და ნაშალი მიწისგან ათავისუფლებენ. სახიფათო ხევის მიმდებარედ გადაადგილება ამ დრომდე აკრძალულია.
დილიდან შიომღვიმის ტერიტორიაზე გეოლოგები არ გამოჩენილან, თუმცა ახლა ყველა სწორედ მათი დასკვნის მოლოდინშია. სპეციალისტებმა უნდა თქვან, რა საპრევენციო ზომები უნდა გატარდეს ადგილზე, იმისთვის, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების შემთხვევაში უძველეს სამონასტრო კომპლექს საფრთხე არ დაემუქროს. დასტურდება, რომ ქვათაცენა სამონასტრო კომპლექსთან პირველი შემთხვევა არ არის.
სპეციალისტების თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. გარდა ამისა, მთების ჩამოშლა მათი თქმით, ყოველთვის ხდებოდა, ამ ეტაპზე კი საშიში არაფერია.
ახლა მოვედით დასათვალიერებლად, მუშაობს [მძიმე ტექნიკა] და უნდა გაიწმინდოს, რომ თუ მოხდება ჩამოშლა შეაკავოს. მთები ახლა კი არა თავისი ისტორიის მანძილზე იშლება, აქ ქვეყანა გამოქვაბულები იყო და დღეს რამდენიმეა შემორჩენილი. ყოველ შემთხვევაში საშიში ახლა ამ წუთას არაფერი არ არის იმიტომ, რომ იწმინდება არხი, სადაც გროვდებოდა ყოველთვის ჩამონაშალი, დღესაც იქ ჩაგროვდა და იმიტომ იწმინდება", - ამბობს ერთ-ერთი სპეციალისტი.