თავდასხმა ჟურნალისტზე - ვახო სანაიას პროცესი დღეს განახლდება

02.06.21 10:22
თავდასხმა ჟურნალისტზე - ვახო სანაიას პროცესი დღეს განახლდება

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე "ფორმულას" წამყვანის მეუღლე და ის პირები მისცემენ ჩვენებას,  რომლებიც თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

პროცესი დღეს, 10:30 საათზეა ჩანიშნული. 

ვახო სანაიას თბილისში, 25 თებერვალს დაესხნენ თავს.  თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური- პატიმრობაში რჩებიან.