NAEC სრულ პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს - რა პასუხი აქვს გამოცდების ცენტრს აბიტურიენტის ოჯახისთვის
გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი აბიტურიენტის ოჯახს - ახალგაზრდას, რომელსაც გამოცდაზე გასვლის უფლება სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად შეეზღუდა, ახლა ეუბნებიან, რომ კანონი უწყებას არ დაურღვევია.
სანდრო ბაჩიაშვილს, რომელიც გამოცდაზე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ გავიდა, გამოცდების ეროვნული ცენტრი ეუბნება, რომ სასამართლომ მათგან მოითხოვა, რომ დამატებთ გამოცდაზე გაეშვათ აბიტურიენტი, რომელიც უკვე ჩატარებული იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ სრულ პასუხისმგებლობას გამოცდების ცენტრი სასამართლოს აკისრებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძის თქმით, სასამართლოს, რომ ეთქვა დაენიშნათ კიდევ ერთი ახალი გამოცდა, ისინი ამისთვის მოემზადებოდნენ.
სასამართლომ არ გვითხრა, რომ უნდა ჩაგვეტარებინა და დაგვეორგანიზებინა ახალი გამოცდა, მან გვითხრა, რომ დაუშვით ისტორიის დამატებით გამოცდაზე, ისტორიის დამატებითი გამოცდა ჩატარებული იყო. დაევალებინა, რომ დავაორგანიზეთ კიდევ ერთი ახალი გამოცდა, დავალება იყო ისტორიის არსებულ დამატებით გამოცდაზე ეს აბიტურიენტიც დაუშვით. მაშინ სხვა ამბავი იქნებოდა დავიწყებდით ორგანიზებას, მანამ, სანამ ეს საქმე გაგრძელდებოდა და ამისთვის მოვემზადებოდით", - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე.
აბიტურიენტის დედის მტკიცებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასამართლო კოლაფსი შეექმნა. გარდა ამისა დედა ამტკიცებს იმასაც, რომ ცენტრი მათ სამაგალითოდ სჯის, რადგან სხვა სტუდენტმა, ახალგაზრდამ თუ აბიტურიენტმა ზედმეტად ცენტრის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღოს.
ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შეექმნათ სამართლებრივი კოლაფსი, ასე, რომ რას იტყვის ქალბატონი სოფო მნიშვნელოვანი არ არის გამოსავალი არის 8-ში ჩემმა შვილმა მიმართა მინისტრს და სთხოვა შექმნას პრეცედენტი და დაუშვას სანამ სასამართლო გაერკვევა ეგება ჩემი შვილი მართლა სტუდენტია, დაუშვას პირობითად სტუდენტის სტატუსის მისცეს. 29 რიცხვია დღეს პასუხი არ გვაქვს ამაზე, ჩვენ შევძლებდით გაისად ამ გამოცდის ჩაბარებას, რადგან აი ასეთი პრობლემაა თურმე, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ ეს ნიშნავს იმას, რომ სამაგალითოდ მსჯიან იმისთვის, რომ არცერთი სტუდენტი, არცერთი ახალგაზრდა, არცერთი აბიტურიენტმა არ აიმაღლოს ხმა", - ამბობს სანდრო ბაჩიაშვილის დედა, ინგა ბაშაროვა.