საჭიროა რეალურ დროში მონიტორინგი - გეოლოგი შიომღვიმეზე

29.08.23 13:56
საჭიროა რეალურ დროში მონიტორინგი - გეოლოგი შიომღვიმეზე

შიომღვიმეში კლდის ჩამოშლის შემდეგ გეოლოგები განმეორებით საფრთხეებზე საუბრობენ. დედამიწის შემსწავლელი ცენტრის წევრი ლაშა სუხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქტიური კონტროლი და დაკვირვებაა საჭირო.

ვდგავართ ისეთი რეალობის წინაშე, როცა ისეთი საფრთხეები დგება, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ამ შემთხვევაში არის ხოლმე რეალურ დროში მონიტორინგი, დეფორმაციების მათ შორის, სადაც შეიძლება გამოჩნდეს, რომ ზოგიერთი უბანი შეიძლება ემზადებოდეს ჩამოშლისთვის და ამ შემთხვევაში ხდება წინასწარ გადაქექვა. გახშირდა ასეთი შემთხვევები, რომ მოგვიწევს მსგავის მეთოდების გამოყენება, - ამბობს გეოლოგი.  

შიო მღვიმეს მონასტერთან კლდე ორი დღის წინ ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დღეს დილიდან ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.  ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე გასუფთავებულია.  

მსგავსი სიახლეები