შიომღვიმეში მძიმე ტექნიკამ მუშაობა დაასრულა - გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია

29.08.23 15:43
შიომღვიმეში მძიმე ტექნიკამ მუშაობა დაასრულა - გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია

შიომღვიმეში მძიმე ტექნიკით მუშაობა დასრულებულია. მონასტრის ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა. მოქალაქეებს, სასულიერო პირებსა და ტურისტებს ამ დროისთვის გადაადგილება შეუფერებლად შეუძლიათ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა ამ განცხადებების მიუხედავად, ადგილზე საპრევენციო ზომებია მიღებული და მძიმე ტექნიკა რჩება.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის თქმით, მონასტრის მხოლოდ ერთი ნაწილზეა მოძრაობა შეზღუდული. გარდა ამისა, ნოზაძე ამბობს იმასაც, რომ ტექნიკა კვლავ ადგილზე რჩება, იმისათვის, რომ თუ კვლავ მოხდა ნაშალის ჩამოტანა, მოხდეს მისი გაწმენდა.

ტექნიკამ დაასრულა მუშაობა. არის მცირე ნაშალის ჩამოსვლა, ვიცით ეს არის თანმდევი პროცესი, სწორედ იმ ჩამოტანილი კლდის მასის თანმდევი პროცესი, თუმცა რაიმე საფრთხე არ არსებობს. ტერიტორიაზე შეზღუდვა არ გვაქვს, შეზღუდული რჩება მხოლოდ ერთი ნაწილი, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა, ასევე რჩება ტექნიკა იმისათვის, რომ თუ იქნება მცირედი ნაშალები ჩამოტანილი, მოხდეს კვლავ განმეორებით გაწმენდა", - ამბობს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე.

მსგავსი სიახლეები