პირს შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ფული მოსთხოვა - დაკავებულია პოლიციელი
თაღლითობის მცდელობის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 1985 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთს მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით მოსთხოვა ფული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თაღლითური გზით დაუფლებული თანხა. თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.