"ტრაგედიას ვერ გუაძლო და გულმა უმტყუნა ალბათ" - რას ამბობენ შოვში გარდაცვლილი სამხედროს მეზობლები

29.08.23 17:15
"ტრაგედიას ვერ გუაძლო და გულმა უმტყუნა ალბათ" - რას ამბობენ შოვში გარდაცვლილი სამხედროს მეზობლები

რას ემსხვერპლა  50 წლის ჯარისკაცის სიცოცხლე შოვში? სამეგრელოში თემურ ხარჩილავას მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და მისმა გულმა შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რთულ ვითარებას ვერ გაუძლო.

ავადმყოფობა არ გამიგია მისი არასდროს, არც გული სტკიოდა, არც არაფერი. რაღაც გულმა ვერ გაუძლო იქაურ ვითარებას, რომ გადახედა და გულმა უმტყუნა ალბათ და მეც მიკვირს ძალიან, შოკში ვარ, არ ვიცი ჯერ კიდევ არ მჯერა. 2 დღის წინ ტელეფონით გვესაუბრა, - ამბობს მეზობელი.

ამავე ვერსიაზე საუბრობს კიდევ ერთი მეზობელი.

ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, არ ასდროს გამიგონია, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მაგას ჰქონდა. ყველა ვერ აიტანს იქაურ მდგომარეობას. მემგონი, გულმა ვერ გაუძლო ამ ტრაგედიას, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

თემურ ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რის შემდეგაც ცხედარს სამეგრელოში მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.  

მსგავსი სიახლეები