რუსული მედია: მოსკოვში საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საბავშვო წიგნების ფორუმი გაიმართება

29.08.23 18:05
რუსული მედია: მოსკოვში საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების საბავშვო წიგნების ფორუმი გაიმართება

მოსკოვში საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების მონაწილეობით საბავშვო და საყმაწვილო წიგნების ფორუმი გაიმართება. რუსული მედიის ცნობით,  ფორუმი სახელწოდებით  "საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში" 2023 წლის 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

რუსული მედია წერს, რომ ფორუმში მონაწილეობას საბავშვო მწერლები, ილუსტრატორები, საბავშვო წიგნების დიზაინერები, ბიბლიოთეკარები, საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროს ექსპერტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან მიიღებენ.

ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მკითხველთა აღზრდის ასოციაციასთან ერთად, რუსეთის კულტურის სამინისტროსა და დსთ-ს ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
 

მსგავსი სიახლეები