შოვში სამხედრო მოსამსახურეს გული გაუჩერდა - შესაძლებელი იყო თუ არა 50 წლის კაცის გადარჩენა?
კიდევ ერთი ტრაგედია შოვში, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. გავლილი ჰქონდა თუ არა ადეკვატური სამედიცინო შემოწმება შოვში გარდაცვლილ სამხედროს და რამდენად მომზადებული არიან თავად მაშველები პირველადი დახმარების აღმოსაჩენად? 50 წლის თემურ ხარჩილავას სამძებრო ოპერაციის დროს გული გაუჩერდა. რაჭაში ხალხის დასახმარებლად იყო წასული. ჯარისკაცის დახმარება ექიმებმა ვერ შეძლეს. გამოძახებიდან 10 წუთის შემდეგ ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამხედრო გარდაცვლილი დახვდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შოვში მომუშავე ძალოვანი გულის შეტევით დაიღუპა. შესაძლებელი იყო თუ არასამხედროს გადარჩენა ადგილზე, იქ რომ მედიკოსები ყოფილიყვნენ? ჯანდაცვის სამინიტრო, ფაქტრობივად, ადასტურებს, რომ უშუალოდ სტიქიური უბედურების ზონაში სასწრაფო დახმარების ბრგადები და რეანომობილები არ მორიგეობეენ. არადა, იქ ასეულობით მაშველს და სამხედრო მოსამსახურეს უმძიმეს პირობებში უწევს სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.