იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი ავრცელებენ.
პიანტედოსის თქმით, დაკავება იტალიის ქალაქ სალერნოში მოხდა. რამდენიმეთვიანი თვალთვალის შემდეგ იტალიური პოლიცია ბანდიტთა დაჯგუფებაზე გავიდა. დაკავებულების უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიის პოლიციამ მათგან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საიუველირო ნაკეთობებისა და ძვირადღირებული საათების კონფისკაცია მოახდინა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.