დატბორილი სახლები და მაღაზიები - თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ყველაზე მძიმე ვითარება გლდანშია. რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმაა წვიმამ, მეტროსადგურ ახმეტელთან მიწისქვეშა გადასვლელები დატბორაა. წყალი შევარდა სუპერმარკეტებში, ტანსაცმლისა და ელქტრონიკის მაღაზიებში. მომხდარის მიუხედავად, ამ დრომდეარც მუნიციპალიტეტის და არც მერიის არცერთი თანამშომელი მოვაჭრეებთან არ მისულა. ამ წუთებშიც, ხალხი მაღაზიებიდან ტალახის და კაფის გატანას საკუთარი ძალებით ცდილობს.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის მოსვლა მათთვის ჯოჯოხეთს უდრის, რაგან მათი ობიექტები ყოველ ჯერზე იტბორება, რადგან სანიაღვრეებს მთელი წლის განმავლობაშ არავინ წმენდს.