2 საათის განმავლობაში ვრეკავდით 112-ში და პატრონი არავინ გვყავდა - მოვაჭრე
მოვაჭრეები, რომლებსაც ძლიერი წვიმის ამო გუშინ სავაჭრო ობიექტები დაეტბორათ, დედაქალაქის მერის ბრალდებებს პასუხობენ. მოქალაქე ამბობს, რომ სანიაღვრეებში ნაგავი ჩაყრილი არ ყოფილა და დაბინძურება უხვი ნალექის შედეგად მოხდა.
ამასთან, მოვაჭრე ამბობს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება ვერ მოახდინეს. მისი თქმით, დაზარალებული მოსახლეობა 112-ში 2 საათის განმავლობაში რეკავდა და შევლას ითხოვდა.
სანიაღვრეს პრობლემა ყოველთვის არის აქ, არასდროს არ არის მოწესრიგებული. ყოველ წვიმაზე ხდება ასეთი ამბავი. არაფერი ნაგავი აქ არ არის. ეგ, უბრალოდ, მოჰქონდა წყალს. აი, აქ სანიაღვრეში როგორ უნდა ჩავიდეს ბოთლი. მოქალაქი ჩავიდა, თვითონ არც იკადრეს და მოქალაქემ ამოიღო ბინძური წყლიდან ბალონები და რაღაცეები. დაგვიანებით მოვიდნენ, 2 საათის განმავლობაში ვრეკავდით 112-ში და პატრონი არავინ გვყავდა. გამწოვი რარაცაც არ უვარგოდათ, - ამბობს მოვაჭრე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა დასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.