უხვი ნალექი და პრობლემები თბილისში - სპეციალისტები გაუმართავ სადრენაჟო სისტემაზე მიუთითებენ

30.08.23 11:49
უხვი ნალექი და პრობლემები თბილისში - სპეციალისტები გაუმართავ სადრენაჟო სისტემაზე მიუთითებენ

ჰიდროლოგები ძლიერი წვიმის გამო დედაქალაში შექმნილი პრობლემების მტავარ მიზეზად გაუმართავ სანიაღვრეებს ასახელებენ. ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემა სრულად მოშლილია და არასწორად არის გაკეთებული. მისი თქმით, გუშინ 2015 წლის 13 ივნისისგან განსხვავებით თბილისი ტრაგედიას გადაურჩა, რადგან წინა დღეებში წვიმა არ იყო, თუმცა შემდეგი დღეები დაკვირეებიც მნიშვნელოვანი იქნება. 

უკვე ბევრი ცუდია გაკეთებული იმ მხრივ, რომ იგივე სადრენაჟო სისტემაზე, რომელიც სულ სხვა პარამეტრებზე იყო დაგეგმილი, დაერთებულია, ახალი კორპუსები კი არა, მთლიანად ახალი უბნები, რომელიც, ბუნერივია, რომ ზედმეტი ტვირთია ამ სისტემისთვის. ბუნებრივად იძლევა საშუალებას, რომ 13 ივნისი გაგვახსენდეს, იმიტომ რომ მაშინ, მაგალითად, პრობლემა 100 მილიმეტრზე დაიწყო, მაგრამ, საბედნიეროდ, გუშინ ასეთი რაღაც არ მომხდარა. ეს არ მოხდა იმის გამო, რომ წინა დღეებში არ იყო წვიმები და არ იყო ფერდობები „შემზადებული“ სტიქიისთვის. წუხელ გადავრჩით, მაგრამ შემდეგი დღეებიც და შეიძლება კვირებიც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის იმ ტიპის სტიქია, როცა, მაგალითად, სეტყვა მოდის და ეგრევე ზარალი დგება. შემდეგ დღეებშიც იქნება გრავიტაციული პროცესები, - ამბობს ლაშა სუხიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა დასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.  

მსგავსი სიახლეები