ბეტონის შენობა გამწვანების ნაცვლად - ჩოხატაურში ერთადერთ სკვერს ასხვისებენ
ბეტონის შენობა გამწვანების ნაცვლად - ჩოხატარუში სკვერის გაყიდვა გადაწყვიტეს. ქალაქის ერთადერთ მოსასვენებელ ზონას ადგილობრივი ხელისუფლება 15 000 ლარად ასხვისებს.
დაახლოებით 200 კვადრატულ ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება. გურული მოზარდები კი, ფაქტობრივად, სკვერის გარეშე რჩებიან.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გუდავაძე ამტკიცებს, რომ ანა კალანდაძის სახელობის სკვერს არ ეხებიან და ამ ტერიტორიის მხოლოდ 200 კვადრატული იქნება გამოყენებული.
ქართული ოცნების გვერდით ტერიტორიაა ისე, რომ ნარგავს არ ეხება საერთოდ. გამოიძებნა ასეთი ფართი. ანა კალანდაძის სკვერს არ ვეხებით. სკვერის ნაწილია დაახლოებით 200 კვადრატული. სკვერი არ არის ბიბლუსის შენობა რომ არის ჩადგმული?! ხომ, მაგრამ მოსახლეობა ხომ არის კმაყოფილი ბიბლუსის შენობით", - ამბობს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გუდავაძე.
საკრებულოს ოპოზიციის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ. თათია ნიკოლაშვილი ირწმუნება, რომ ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან და ხალხისთვის აღარაფერს ითვალისწინებენ.
დიდი ხანია ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები და ახლა მართლა აღმაშფოთებელი ამბავი არის, როდესაც ნოდარ დუმბაძის ჩოხატაურში, პირდაპირ ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვა გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა და ისედაც ხომ მიაქვს ყველაფერი და გააღატაკეს ადამიანები და კიდევ დამატებით არ იკადრეს სხვა ადგილას გაეკეთებინათ და საქართველოს ბანკის შენობა უნდა წამოჭიმონ. ჩიგოგიძის სამფლობელოდ და სამმართველოდ ადამიანებს პირდაპირ თავლებში ნაცარს აყრიან და აღარაფერს აღარ ითვალისწინებენ საერთოდ ხალხისას და საკუთარ ბოსტნად აქციეს მთელი ქვეყანა", - ამბობს "ენმ"-ს პოლიტსაბჭოს წევრი, თათია ნიკოლაშვილი.