არ შეიძლება სამთავრობო მონიტორინგის სისტემა, ამას უნდა აკეთებდნენ მეცნიერები - გოდოლაძე
გუშნდელი სტიქიის შემდეგ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ხელისუფლებას სპეციალურ ექსპერტების ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. სპეციალისტი ამბობს, რომ განცხადებები სპეციალისტების ნაცვლად მთავრობამ არ უნდა აკეთოს. მისი თქმით, თბილისის მერს ვერ ეცოდინება, რა რაოდენობის ნალექი მოვია გუშინ.
ნუ გააკეთებთ განცხადებებს. მერს პირდაპირ ვთხოვ, რომ რა იცის მერმა რამდენი ნალექი მოვიდა, ღმერთო ჩემო. ჩვენ არ ვიცით, ხომ? ამიტომ ორჯერ მეტი, სამჯერ მეტი არ შეიძლება ასე, რა. ამიტომ ვამბობ, რომ დელეგირება არის საჭირო, არ შეიძლება სამთავრობო მონიტორინგის სისტემა, ამას უნდა აკეთებდნენ მეცნიერები და მეცნიერები დებდნენ ინფორმაციას ამის შესახებ. მინისტრის მოადგილე აცხადებს ხოლმე კატასტროფაზე და ბუნებრივ სტიქიაზე განცხადებებს და ასე როგორ შეიძლება? 2015 წელს, რომ უფრო მეტი მოვიდა ვერეს ხეობაში ვიდრე აქ არის მოსული, ცხადია ,იმიტომ, რომ თქვენ გქონდათ ღვარცოფი, თქვენ გქონდათ ვერეს წყალმოვარდნა. ახლა ორჯერ მეტი მოვიდაო და, სად მოვიდა ორჯერ მეტი გვითხრან, რომელ ლოკაციაზე მოვიდა ორჯერ მეტი?, - ამბობს თეა გოდოლაძე.
კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ გუშინ იმაზე 2 ჯერ მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე ეს 2015 წლის 13 ივნისს იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა და სხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.