წვიმის გამო პარალიზებული თბილისი - სპეციალისტები გაუმართავ სანიაღვრეებზე მიუთითებენ
წყალში მოტივტივე ავტომობილები, დატბორილი სახლები და მაღაზიები და მდინარეები თბილისის ქუჩებში - მძიმე ღამიდან 24 საათის შემდეგ დედაქალაქი ისევ სტიქიის შეედეგებს ებრძვის. ძლიერმა წვიმამ მთელი ქალაქი გათიშა. პარალიზებული იყო თითქმის ყველა უბანი. უხვ ნალექს სანიაღვრე სისტემა ვერ გაუმკლავდა და რამდენიმე საათი დედაქალაქი წყალში აღმოჩნდა. დაზარალებული მოსახლეობა შველას ითხოვდა. მერიის ცხელ ხაზზე დახმარების თხოვნით მხოლოდ 3 საათის განმავლობაში 400-მდე ზარი შევიდა.
შესაძლებელი იყო თუ არა ძლიერი წვიმის პროგნიზრება და შესაბამისად მომზადება? სპეციალისტები ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეცნიერების ხელში იყოს მეტეოროლოგიური რადარები, რომლებიც მაღალი სიზუსტით პროგნოზირებენ ამინდის ცვლილებას. ფაქტია, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან ხელისუფლებამ გაკვეთილი ვერ ისწავლა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.