გლდანში წვიმის შედეგად 90-მდე ოჯახი დაიტბორა - რა პრობლემები შექმნა სტიქიამ დედაქალაქში
გლდანში წვიმის შედეგად 90-მდე ოჯახი დაიტბორა. სააერთო საცხოვრებელში მოქალაქეები სტიქიას საკუთარი ხელებიტ მთელი ღამის განავლობაში ებრძოდნენ. წყალმა 5-ვე სართული დატბორა და დევნილებს ყველაფერი გაუნდადგურა. ადგილობრივები რამდენიმე საათის განმავლობაში სამაშველო სამსახურის მოსვლას უშედეგოდ ელოდნენ. დღის განმავლობაში დატბორილ ხალხთან გამგეობიდან არავინ მისულა.
ვაშლიჯვრისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე კი ამ დრომდე წყალი მოედინება. გუშინ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ზონა იყო თბილისში. მდგომარეობა ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების დიდი რისკია, კიდევ უფრო სახიფათო გახდა. წყალს მიწა და ქვები პირდაპირ გელოვანის გამზირზე მოჰქონდა. იქ, სადაც სანიაღვრე სისტემამ პრაქტიკულად არ იმუშავა, წყალი პირდაპირ შენობებში შევიდა. წყალში აღმოჩნდნენ მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები. ხალხი საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ მიჰქონდა მათი ავტომობილები ქუჩაში მოვარდნილ მდინარეებს, თუმცა ვერაფერს აკეთებდნენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.