ახალი დეტალები შოვის ტრაგედიის საქმეში - დაზარალებულები საქმის კვალიფიციკაციის შეცვლას ითხოვენ
ახალი დეტალები შოვის ტრაგედიის საქმეში - როგორც ირკვევა, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინება მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მას შემდეგ გააგზავნა, რაც შოვში მეწყერი ჩამოწვა. არადა, ასეთ ინფორმაციას უწყება ერთი დღით ადრე ფლობს. ეს იქნება ერთ-ერთი მტკიცებულება დაზარალებულის ადვოკატის მიერ წარდგენილ სარჩელში, სადაც იურისტი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. კიდევ ერთი მოთხოვნა 3 აგვისტოს ვერტმფრენების ფრენის განრიგის მიწოდებაა.
სწორედ ამ ინფორმაციამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ ჩაივიდა ვერტმფრენი შოვში 3 საათის დაგვიანებით. სტიქიის დროს გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედის იურისტი ითხოვს, რომ გამოძიება სამოხელეო დანაშაულისა და დაგვიანებული დახმარების მუხლებით წარიმართოს. ეს კი უკვე პროკურატურის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ მთავრობა დაზარალებულებს მხოლოდ უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს თავაზობს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.