ბიზნესმენი გიორგი გაგოშიძე "ტოტალ შარმის" წინააღმდეგ - ონკოპაციენტს სახე პარალიზებული აქვს
ბიზნესმენი გიორგი გაგოშიძე "ტოტალ შარმის" წინააღმდეგ - ონკოლოგიურ პაციენტს, რომელიც კლინიკაში ესთეტიკური კორექციისთვის მივიდა, ახლა სახე პარალიზებული აქვს. ირკვევა, რომ ეს ბოტოქსის ინექციის შედეგია. პაციენტი ამტკიცებს, რომ ინექციით მას მთავარი ნერვი დაუზიანეს, თუმცა როგორც ირკვევა, ონკოპაციენტისთვის ბოტოქსის გაკეთება საერთოდ არ შეიძლებოდა, თან იმ ფონზე, როდესაც ის ფსიქოტრუპულ მედიკამენტებს იღებდა.
ეს ერთადერთი დავა არ არის კლინიკის წინააღმდეგ. კიდევ ერთი სარჩელი ბიზნესმენმა მისი ხელმოწერის გაყალბებისთვის შეიტანა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.