თავდასხმა ვახო სანაიაზე - სასამართლოში დღეს თვითმხილველებს გამოკითხავენ

02.06.21 11:31
თავდასხმა ვახო  სანაიაზე - სასამართლოში დღეს  თვითმხილველებს გამოკითხავენ

ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას თავდასხმის  თვითმხილველები მისცემენ, კერძოდ, ჟურნალისტის მეუღლე, ბავშვის ძიძა და სანაიას რძალი.

მე ამ ადამიანებთან შეხება ცხოვრებაში არ მქონია. იმ სიტყვებიდან გამომდინარე, რასაც ეს პირები ამბობდნენ, როდესაც ლაპარაკი იყო ტელევიზიებზე, ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე, გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, მუქარა ასევე, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა. ამას წყალი არ გაუვა, ყველა მტკიცებულება არსებობს", - ამბობს სანაია. 

ვახო სანაიაზე თავდასხმა 25 თებერვალს მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტის ოჯახთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან, ერთად სახლში ბრუნდებოდა. თავდასხმის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. 

 

მსგავსი სიახლეები