მერაბიშვილ-კეზერაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს ივანიშვილი? - დოლიძე ენმ-ს ახალ მენეჯმენტს აკრიტიკებს
"ნაციობალური მორაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე პარტიის ახალი მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული პოზიციის დევნაზე საუბრობს. როგორც პოლიტიკოსმა "პირველებს" უთხრა, პარტია იმ ადამიანებზე ამბობს უარს, რომლებიც "ქართული ოცნების" რეპრესიის მსხვერპლები არაერთხელ გამხდარან.
დოლიძე ამ კომენტარით იმედა კევლიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც პარტია დატოვა და რეპრესიებზე ალაპარაკდა.
ეს ადამიანები კი არ ტოვებენ პარტიას, პარტია ამბობს უარს ადამიანებზე, რომელზედაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ არაერთ ქალაქში, არაერთ სოფელში. ძალიან ბევრმა არჩევნებმა გამოიარა სწორედ ამ ხალხის მონაწილეობით და ძალიან ბევრ რეპრესიას შეხვდნენ ეს ადამიანები ქართული ოცნების პირობებში"- აცხადებს დოლიძე.
ენმ-ს წევრი პირდაპირ ამბობს რომ "ქართულ ოცნებას", რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, "ნაციონალური მოძრაობა" მერაბიშვილ-კეზერაშვილს უპირისპირებს:
საზოგადოებას უნდა ქართული ოცნების ცვლილება, ეს დეკლარირებული აქვთ, მაგრამ ეძებს ალტერნატივას და ალტერნატივას რას სთავაზობს დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტი, მერაბიშვილს და კეზერაშვილს? მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს ივანიშვილი და ამ ალტერნატივით უნდა ხელისუფლების ცვლილება?
დაკავებულები არიან ისევ და ისევ ძველია ადამიანების რეინკარნაციით თუ რაღაცა კონფიგურაციებით, თუ ვიღაც ადამიანების დანიშვნებით სხვადასხვა პოზიციაზე. მე ეს ნამდვილად არ მესახება და აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების რომლებიც დღეს ყოველ შემთხვევაში ძალიან ღიად საუბრობენ იმაზე, რაც ხდება პარტიაში", - ამბობს ბაჩო დოლიძე.