ახალი დაპირისპირება ენმ-ში - "ნიკა მელიას მხარდაჭერა არ მაპატიეს"

31.08.23 11:06
ახალი დაპირისპირება ენმ-ში - "ნიკა მელიას მხარდაჭერა არ მაპატიეს"

ახალი დაპირისპირება ენმ-ში - თელავის საკრებულოს წევრი, რომელმაც პარტია დატოვა, "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც "ნაციონალურ მოძრაობასთან" 20 წლიანი ურთიერთობა გაწყვიტა. 

იმედა კევლიშვილი ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გუნდმა მას ნიკა მელიას მხარდაჭერა არ აპატია. 

ნაციონალურ მოძრაობაში 2002 წლიდან, 20 წელზე მეტა რაც ვარ. მიზეზი იყო ნიკა მელიას მხარდაჭერა. გიორგი ბოტკოველმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებდა იმას, რომ თელავის რაიონში ნიკა მელიასთვის მიეცათ ხმა. შიდაპარტიული დემოკრატია ენმ-ში მოკვდა, არ არსებობს. "ნაციონალურ მოძრაობა" გადაიქცა იმ სექტად, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა აქონ და ადიდონ მისი თავმჯდომარე. კრიტიკული აზრი ითვლება მტრობად და ღალატად, ეს არის მათი პრობლემა"- უთხრა "პირველებს" კევლიშვილმა.

ენმ-ს ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ხაბეიშვილის გუნდს არც საჯარო ღონისძიებებზე და არც შიდა პარტიულ შეხვედრებზე მიუწვევიათ: 

7 თვის მანძილზე არცერთ შეკრებაზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, არცერთ მათ აქციაზე მე არ ვიმყოფებოდი, რადგან არავინ დამიკავშირდა. 

თელავის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ისე აირჩიეს, რომ მე, საკრებულოს წევრმა ეს არ ვიცოდი"- ამბობს ენმ-ს სტაჟიანი წევრი. 

იმედა კევლიშვილი "პირველებს" ეუბნება, იმასაც რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მენეჯმენტი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად არაფერს აკეთებს და პირიქით, პარტიაში არსებული განსხვავებული აზრს დევნის: 

მინდა, გავიმარჯვოთ ქართულ ოცნებაზე, მივუგოთ არჩევნები, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ამას არ აკეთებს. ის რასაც ენმ დღეს აკეთებს, ეს არის გზა არსაითკენ, გზა ჩიხში. ეს არის ჩვენი დაპირისპირების მთავარი მიზეზი და პარტიიდან წამოსვლის. მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ასე დიდი ხანი ვერ იარსებებს და ადრე თუ გვიან ჩემს მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და წამოვლენ"- დასძინა საკრებულოს წევრმა. 

იმედა კევლიშვილი რეპრესიებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ პარტიის ახალ მენაჯმენტთან დაპირისპირების შემდეგ მისგან საკრებულოს დეპტატის მანდატის დატოვებასაც მოითხოვდნენ: 

მე შეიძლოებოდა, საკრებულოს მანდატის დატოვებაზეც მეფიქრა მაგრამ, ასე დაჟინებული მოთხოვნით, როცა მოითხზოვენ - აი, შენ გინდა თუ არა უნდა დატოვო მანდატი, ამას ახლა არ ვიზამ. ჩემი იქ ყოფნა მათთვის დიდკომფორტია და არის კიდევ ერთი - საჩვენებელია, რომ ვინმემ არ გაბედოს და მათი "ლიდერის" წინააღმდეგ აზრი არ გამოთქვას"- ამბობს ის.  

მსგავსი სიახლეები