შუქრუთელების აქციის მონაწილე ამტკიცებს, რომ რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებიან

02.06.21 10:18
შუქრუთელების აქციის მონაწილე ამტკიცებს, რომ რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებიან

შუქრუთელების აქციის მონაწილე, ვერა კუპატაძე, ირწმუნება, რომ უცნობი პირი მას რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრა. ინფორმაციას oc-media ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, არსებობს  ზარის ჩანაწერი,  სადაც ისმის კაცის ხმა, რომელიც კუპატაძეს ემუქრება, რომ თუ პროტესტი არ შეწყდება, რძლის პირად კადრებს გამოუქვეყნებს.

კუპატაძემ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, გადასცა ნომერიც, საიდანაც დაურეკეს თუმცა, პოლიციას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

"ტვ პირველი" დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.