სასტიკი მკვლელობა ფოთში - პოლიციამ ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

02.06.21 12:51
სასტიკი მკვლელობა ფოთში - პოლიციამ ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ ფოთში ბებიის მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

უწყების ცნობით, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას - 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- აცხადებენ უწყებაში. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.