მუქარა და შანტაჟი შუქრუთელი გაფიცულების მიმართ - ტვ პირველმა აუდიოჩანაწერი მოიპოვა (აუდიო)

02.06.21 13:12
მუქარა და შანტაჟი შუქრუთელი გაფიცულების  მიმართ - ტვ პირველმა აუდიოჩანაწერი მოიპოვა (აუდიო)

შუქრუთელებს, რომლებიც "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციებს მოითხოვენ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროებით ემუქრებიან. ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი ტვ პირველმა მოიპოვა. აუდიჩანაწერში ისმის, როგორ აშანტაჟებენ  ვერა კუპატაძეს მისი ოჯახის წევრის პირადი ჩანაწერებით.

განხორციელდა სატელეფონო ზარი, რომელშიც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ოჯახის წევრზე იკერებოდა ბინძური საქმე. ამბობდა, რომ გასაჯაროვდებოდა საქმეები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დამემუქრნენ, ვითომ ჩემი რძალი ბილწ საქმიანობას ეწეოდა აქციის რომელიღაც წევრთან. დღემდე პასუხი არ დამბრუნებია, ვისგან იყო ეს სატელეფონო ზარი", - ამბობს ვერა კუპატაძე. 

 

 

 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ჭიათურის პოლიციის უფროსი ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა.

თუ ჩვენ არ დავთანმხმდებოდით კომპანიის ხელშეკრულებას და ხმას ამოვიღებდით სამართლიანობისთვის, ჩვენ წინააღმდეგ აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმეები, პირადად პოლიციის უფროსი იყო ამ საქმეში ჩართული, აბრამიშვილი გვეუბნებოდა, რომ თქვენ სახლებში აღმოჩნდება იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე "ჯორჯიან მანგანეზისგან" შესაბამის ანაზღაურებას არ მიიღებენ.