ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პროცესი მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს - აქცია იმერეთის პოლიციასთან

02.06.21 13:45
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პროცესი მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს - აქცია იმერეთის პოლიციასთან

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. რიონის ხეობის მცველები დაკავებული აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის, გათავისუფლებას ითხოვენ.

რიონის ხეობის მცველებს კითხვები მუკბანიანის დაკავების მეთოდებთან აქვთ. 

ვადასტურებ, რომ აყვანის დროს 2 ადამიანია დაჭრილი. აყვანა მოხდა ისე, რომ ამის საჭიროება არ იყო. რა საჭირო იყო ასე შტურმით ამ ადამიანის აყვანა. რომელიც არც არანაირი კანონდამრღვევი იყო და პარტიოსანი ადამიანია? ფაქტები ხომ სახეზეა, ამოღებულია საბრძოლო ტყვიების მასრები, არის რეზინის ტყვიებიც, თუ არ იმოქმედეს და არ ისროლეს, მასრებს რა უნდოდა მაქ? - ამბობს დაკავების ოპერაციის ერთ-ერთი თვითმხილველი.

ირაკლი მუკბანიანის ადვოკატის, ციცი გაბუნაშვილის,  ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენება და ვედსეომასალა დევს.

მხოლოდ პოლიციელები არიან დაკითხულები. საქმეში არ არის მიმართვა ოჯახისადმი, საქმეში მტკიცებულება არის ვიდეო ჩანაწერები და პოლიციელების ჩვენებები. დაკავებულს წინააღმდეგიობა არ გაუწევია, თავად ითხოვდა, ხალხს დავაწყნარებო. პოლიციამ ის დაბლა დააგდო, მიყენებული აქვს დაზიანება მუცლის არეში, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს ერთ თვითმხილველს, ეს ვიცი. - აღნიშნავს ადვოკატი.

მუკბანიანის მხარდამჭერებს ხეობის მცველები შემოუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მანქანა აამუშავა. აგრეთვე, მათ პოლიცია არ დაკავშირებია და არ უთხოვიათ ირაკლი მუკბანიანის გადაცემა, იმის მიუხედავად, რომ მუდმივად მათ სიახლოვეს იმყოფებოდნენ. აგრეთვე, არც მუკბანიანისთვი9ს, არვც მისი ოჯახისთვის არ იყო ცნიბილი, რომ დაკავებას უპირებდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის, თქმით, მუკბანიანის დაკავებით ხელისუფლებამ რეპრესიული მანქანა აამუშავა და აქციის მარგინალიზება სურს.

 ეს იყო უპრეცედენტო დაკავება იმ სერიასთან განსხვავებით, რაც ჩვენს მიმართ განხორციელდა. პოლიცია ჩვენი მისამართით განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. ისინი სიტყვიერ შეურაცხოფას გვაყენებენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თბილისიდან დავბრუნდით. ვადასტურებ, რომ ერთ-ერთი ასეთი შეურაცხყოფის დროს მუკბანიანმა ხელი მათ მიმართ გაიღო, ეს ხელი ნამდვილად მოხვდა პოლიციელს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, მოვლენები როგორ განვითარდა. პოლიციასთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს, ეთქვათ ჩემთვის, ან რომელიმე ორგანიზატორისთვის, რომ მუკბანიანს იბარებდნენ პოლიციაში, მათ არ დაჭირდებოდათ 3 მიკროავტობუსი სცეპეცრაზმის გაგზავნა, ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროცესი მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს -  აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველები ხვალ აქციას ქუთაისის სასამართლოსთან გამართავენ.

მუკბანიანის დასაკავებლად სპეცოპერაცია სოფელ საყულიას სასაფლაოზე  გუშინ ჩატარდა. ირაკლი მუკბანიანს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

 

მსგავსი სიახლეები