მნიშვნელოვანია, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას - დეგნანი შუქრუთელების პროტესტზე
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, შუქრუთელების პროტესტს ეხმაურება. დეგნანის ინფორმაციით, საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი პროტესტის მინაწილეებს უკვე შეხვდა.
საელჩოს ადამიანების უფლებათა დაცვის ოფიცერი გუშინ შეხვდა , მოისმინა მათი წუხილი. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ შედგეს შეხვედრა სახალხო დამცველთან და ეს ადამიანები დაუკავშირდნენ შესაბამის NGO -ებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. საელჩოს როლი ამ შემთხვევაში არის დაკავშირება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს და მათი პრობლემები გადაიჭრას" - ამბობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ შუქრუთელები თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან, რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ. ისინი "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილი კომპენსაციებს მოითხოვენ. პროტესტის რამდენიმე მონაწილეს პირი აქვს ამოკერილი.