8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა

02.06.21 14:21
8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა

8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა. გადაწყვეტილება პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო. შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელეს. 

უწყებამ 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განსაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.