იაფფასიანი კლოუნი ხარ, ,,თხა და გიგო" წაიკითხე - დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

02.06.21 14:29
იაფფასიანი კლოუნი ხარ, ,,თხა და გიგო" წაიკითხე -  დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

ხმაური საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი  გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" წევრს ირაკლი ზარქუას დაუპირისპირდა. 

იაფფასიანი კლოუნი ხარ, 9 გაუნათლებელი რაღაცა თქვი ერთ გამოსვლაში - მიმართა ვაშაძემ ზარქუას. 

ზარქუამ  ვაშაძე იააფასიან პოპულიზმში დაადანაშაულა. 

იაფასიანი პოპულიზმითაა დაკავებული, მეტი არაფერი. ხელშეკრულება წაიკითხე",- მიმართა ირაკლი ზარქუამ ,,სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერს.

საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ ზარქუას უცოდინარი უწოდა.

პენსიონერთა ხელშეკრულება კი არა, წიგნი წაიკითხე, ,,თხა და გიგო" და მერე მელაპარაკე. ხელშეკრულებას არც ერთ პენსიონერს არ აძლევენ, ეს გასაიდუმლოებულია, ცხელი ხაზის ჩანაწერი მაქვს - თქვა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ვაშაძემ საპენსიო სესხებზე მაღალი განაკვეთი - 36% გააკრიტიკა. ირაკლი ზარქუამ მას ხელშეკრულების წაკითხვა ურჩია, სადაც ეს გაწერილია.