ჩემი მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს! - ჯარისკაცმა თავდაცვის ძალები პროტესტის ნიშნად დატოვა
მოქმედი ჯარისკაცის პროტესტი და სოლიდარობა რიონის მცველებს - ნიკოლოზ კვანჭიანი წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს ძალებს ტოვებს და ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტს უერთდდება.
მივიღე გადაწყვეტილება, დავტივო თავდაცვის ძალების რიგები!
ჩემი მხარდაჭერა - პირველ რიგში სამშობლოს
შემდეგ კი რიონის ხეობის მცველებს! - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკოლოზ კვანჭიანი.
კვანჭიანი ირწმუნება, რომ 8 თვის განმავლობაში ალგეთის ბაზაზე მსახურობდა, სავალდებულო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით გააგრძელა მუშაობა და ჯამში 3 წელიწადნახევარი იმსახურა. დღეს კი გადაწყვიტა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭიროს.