ქრთამი ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ - ვინ არის თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი
გენინსპექციის მიერ დაკავებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 36 წლის დავით აბჟანდაძეა. გამოძიების მიხედვით, აბჟანდაძემ ერთ-ერთ მოქალაქეს პატიმრობაში მყოფი შვილის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით თანხა გამოსძალა.
აბჟანდაძე სასაზღვრო პოლიციაში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაკავებულის ადვოკატი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.