ლომჯარიას ნებართვა დასჭირდება მეუფე სპირიდონისგან და ჩემგან მხარდაჭერა - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

02.06.21 15:19
ლომჯარიას ნებართვა დასჭირდება მეუფე სპირიდონისგან და ჩემგან მხარდაჭერა - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმაურება. მეუფე ნიკოლოზის თქმით,  მას არ სჯერა სახალხო დამცველის განცხადების,  რომ პროკურატურა პანსიონში 4 საქმეს იძიებს. მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას პანსიონში შესასვლელად მისი მხარდაჭერა და მეუფე სპირიდონის ნებართვა დასჭირდება. 

ქალბატონი ნინო მობრძანდეს, დაგველაპარაკოს და არ მგონია, რამე პრობლემა იყოს, ნებართვა სჭირდება მეუფე სპირიდონისგან და ჩემგან მხარდაჭერა. ეს არის დახურული სივრცე და არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო. ბავშვს ნების საწინააღმდეგოდ უნდა გააკეთებინო ხანდახან და უნდა აღზარდო", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

 

მსგავსი სიახლეები