უგულავას შემდეგ ოქრუაშვილი - სასამართლო პროცესები ერთი მეორის მიყოლებით ჩაინიშნა

02.06.21 15:32
უგულავას შემდეგ ოქრუაშვილი - სასამართლო პროცესები ერთი მეორის მიყოლებით ჩაინიშნა

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის შემდეგ, 9 ივნისს, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნა, რომელიც ბუტა რობაქიძის გარდაცვალებას ეხება. ორივე მხარის ადვოკატი ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობს. 

ყოფილი თავდაცვის მინისტრის უფლებადამცველი ამბობს, რომ  გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი არ არსებობს. 

რატომ ემთხვევა ერთმანეთს აი, ასეთი გახმაურებული საქმეების ჩანიშვნა, ეს შეფასება მაყურებელმა გააკეთოს. მსგავსი შეფასება გვქონდა გასულ შემოდგომაზე, როცა ერთ დღეს ჩანიშნეს პროცესები და მერე იმავე დღეს გადადეს. ახლაც როგორც ჩანს, ასე ემთხვევა. ასეთი ტემპებით სულ ცოტა ორი წელი დაგვჭირდება იმ მოწმეების დაკითხვისათის, ვინც სიაში არიან შეყვანილი, მაგრამ დროს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ რაღაცა ჩაწეროს სასამართლომ და რაღაცას დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამბობს მამუკა ჭაბაშვილი.

ანალოგიურ საკითხზე საუნრობს გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაიაც. 

გიგის მიმართ საქმე არის აბსოლუტურად ყოველგვარი სამართლებრივი შინაარსისგან დაცული. ადამიანს თავს დაესხნენ და ის არის ბრალდებული. ამაზე დიდი აბსურდი რა უნდა იყოს? ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ „ოცნება“ გიგის საქმეს როგორც ადრე, ისე ახლაც, იყენებს მისი პოლიტიკური ნეიტრალიზაციის მიზნით, - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.